„მზიური“ 1990-იანი წლებიდან ამარაგებს საქართველოს მაღაზიებს მსოფლიო ბრენდებით.
დავიწყეთ მაშინ, როცა შუქი არ იყო
1990-იანი წლები: უშუქობა, პურის რიგები, დეფიციტი პროდუქტზე, ტანსაცმელზე, ყველაფერზე. ჩვენ სწორედ მაშინ დავიწყეთ.
პირველი წარმატებული ნაბიჯები იმედის ნაპერწკალი იყო, რომ რთული პერიოდი გაივლიდა. კომპანიის ზრდა ჩვენთვის მხოლოდ საკუთარი საქმის წარმატებას არ ნიშნავდა. ეს იყო ნაბიჯები, რომლებსაც უძრაობის ხანაში ვდგამდით და რომლებიც სხვებსაც აჩვენებდა: ასეთ დროსაც შეიძლება წინსვლა.
„მზიური“ უკვე ათწლეულებია წამყვან პოზიციას ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე. ამას გამოცდილი მენეჯმენტი, კვალიფიციური თანამშრომლები და უცხოელ მწარმოებლებთან წლობით ნაშენები, სანდო ურთიერთობები განაპირობებს.
სწორედ ამ ურთიერთობების წყალობით მიწოდება მსოფლიო კრიზისების დროსაც არ წყდება, ხოლო თუ შეფერხება მაინც არის, იმდენად მცირეა, რომ მომხმარებელი ვერ გრძნობს.
„ოჯახური მოპყრობა როგორც მომხმარებლებთან, ასევე პარტნიორებთან“
მზიური ციფრებში
- თანამშრომელი
- 300+
- სავაჭრო ობიექტი, რომელსაც ვამარაგებთ
- 6000+
- საერთაშორისო ბრენდი
- 25
- ქალაქი, სადაც წარმოდგენილი ვართ
- 5
რატომ მზიური
- სტაბილურობა
- მწარმოებლისთვის მთავარია სტაბილური გარემო და სტაბილური თანამშრომლობა. „მზიური“ სწორედ ამას სთავაზობს.
- დისტრიბუცია
- წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული, ვრცელი სადისტრიბუციო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- ხელმისაწვდომობა
- სათაო ოფისი თბილისშია, ფილიალები კი ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში.
- საწყობები
- რამდენიმე დიდი საწყობი და საბითუმო გაყიდვის წერტილები მთელ ქვეყანაში.
- სანდოობა
- მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა მწარმოებელთანაც და მომხმარებელთანაც. ჩვენი მთავარი ღირებულებები სანდოობა და ერთგულებაა.
ხუთი ქალაქი, ერთი ქსელი
სათაო ოფისი თბილისში და ფილიალები ოთხ ქალაქში. საკუთარი საწყობები და საბითუმო გაყიდვის წერტილები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- თბილისისათაო ოფისი, ა. წერეთლის გამზ. 113დ
- ქუთაისიფილიალი, იმერეთი
- ბათუმიფილიალი, აჭარა
- ახალციხეფილიალი, სამცხე-ჯავახეთი
- თელავიფილიალი, კახეთი
ჩვენი პროდუქცია ამ ქსელების თაროებზეა
- კარფური
- ნიკორა
- სპარი
- აგროჰაბი
- გუდვილი
- ფრესკო
- სმარტი
- ალკორიუმი
ვიმუშაოთ ერთად
მწარმოებელი ხართ, მაღაზია გაქვთ თუ ჩვენს გუნდში მუშაობა გსურთ, გზა ერთი წერილით იწყება.