ერთი დისტრიბუტორი მწარმოებლისთვის, მაღაზიისთვის და კვების ობიექტისთვის.
რას იღებს თქვენი ბრენდი
ბრენდს ახალ ბაზარზე სტაბილური პარტნიორი სჭირდება. „მზიურის“ პორტფელშია Lindt, Huggies, Dallmayr, Kotex, Heinz, Oleina და სხვები.
- ქსელი
- 6000-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი და წარმომადგენლობა ხუთ ქალაქში.
- საცალო ქსელები
- ვთანამშრომლობთ ქვეყნის მსხვილ ქსელებთან: კარფური, ნიკორა, სპარი, აგროჰაბი, გუდვილი, ფრესკო, სმარტი, ალკორიუმი.
- გუნდი თაროსთან
- სავაჭრო წარმომადგენლები ახალ ობიექტებს ეძებენ და პროდუქციას წარადგენენ, მერჩენდაიზერები კი განლაგებასა და ვადებს აკონტროლებენ.
- მიწოდება
- საკუთარი საწყობები და ავტომობილები. პროდუქცია ობიექტამდე ჩვენი ტრანსპორტით მიდის.
- ანალიტიკა
- გაყიდვების ანგარიშები უბნების, არხებისა და ბრენდების მიხედვით.
როგორ იწყება მიწოდება
მაღაზია გაქვთ, მარკეტი თუ ქსელი, პროდუქციას პირდაპირ დისტრიბუტორისგან იღებთ.
დაგვიკავშირდით
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 00 11 55. გვითხარით, სად მდებარეობს ობიექტი და რომელი ბრენდები გაინტერესებთ.
შეხვდით სავაჭრო წარმომადგენელს
თქვენი უბნის წარმომადგენელი გაგაცნობთ ასორტიმენტს, ფასებსა და პირობებს.
მიიღეთ შეკვეთა
შეკვეთილ პროდუქციას ჩვენი თანამშრომელი ობიექტზე მოგიტანთ.
თაროზე ჩვენ ვიზრუნებთ
მერჩენდაიზერი დაგეხმარებათ განლაგებაში, ფასმაჩვენებლების განთავსებასა და ვადების კონტროლში.
კორპორატიული შეთავაზება
საკონდიტროებისა და კვების ობიექტებისთვის ცალკე შეთავაზება გვაქვს.
მოგვწერეთ, რა პროდუქცია გჭირდებათ და რა მოცულობით. შეთავაზებას გაყიდვების გუნდი გამოგიგზავნით.
კითხვები დაგრჩათ?
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ. ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 18:00-მდე გიპასუხებთ.